21:20 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-06 17:49:56, 2960 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში პირველი სახლის ტიპის სამშობიარო - „PINEO Luxury“ გაიხსნა

საქართველოში პირველი - სახლის ტიპის სამშობიარო - „PINEO Luxury“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ სამშობიაროს დირექტორთან, ზაზა სინაურიძესთან ერთად გახნა. 

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება სამშობიაროს სამედიცინო აღჭურვილობისა და ახალი  კონცეფციის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„აქ არის განსხვავებული კონცეფცია, რომელიც ორსულს მინიმალურ სტრესულ პირობებს უქმნის. სამედიცინო დაწესებულებასთან ასოცირება გარკვეულ სტრესთანაა დაკავშირებული. ასეთ ოჯახურ პირობებთან მიახლოებული და სრულყოფილი სამედიცინო აღჭურვილობით დაკომპლექტებული სამშობიარო მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მომავალი დედისთვის იყოს უსაფრთხო გარემო, ნაკლები იყოს მშობიარობის წინა გართულებები და სტრესი. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ შემცირდეს ქირურგიული ჩარევები და საკეისრო კვეთები”, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

„PINEO Luxury“ მე-4 სამშობიარო სახლის ბაზაზე შექმნილი მრავალპროფილიანი საავადმყოფოს განყოფილებაა. ახალი კონცეფციის სამშობიარო სახლში საცხოვრებელი გარემოა შექმნილი. მომავალი დედებისთვის, პალატების ნაცვლად, ოთახებია გამოყოფილი, სამედიცინო ნივთები კი შეუმჩნეველ ადგილზეა განთავსებული. ნიუ იორკი, ტოკიო, ჟენევა - პალატების სახელებია და შესაბამისი დიზაინით არის მოწყობილი.  საჭიროების შემთხვევაში, მაღალტექნოლოგიური, ევროპული სტანდარტების სამშობიაროში ნევროლოგიის, ქირურგიის, კარდიოლოგიის, ასევე დიდებისა და ბავშვთა რეანიმაციის ბლოკებიც არის განთავსებული.

ახალი კონცეფციის სამშობიარო რეგიონში პირველია. სახლის ტიპის კონცეფციის სამშობიარო თავდაპირველად სკანდინავიაში, შემდგომში კი ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაკეთდა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics