04:35 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-05 19:48:36, 2181 ნახვა

მსოფლიო
პოლონეთის მთავრობა აბორტების სრული აკრძალვის შესახებ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს

პოლონეთის მთავრობა აბორტების სრული აკრძალვის შესახებ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს, - ამის შესახებ პოლონეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრმა იაროსლავ გოვინმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა მხარს არ დაუჭერს აბორტების სრული აკრძალვის შესახებ კანონპროექტს, რომელსაც ევროკავშირი აკრიტიკებს.

მისივე განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებაზე ყველაზე მეტად ზეგავლენა იქონია ქალების მიერ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გამართულმა რეგულარულმა საპროტესტო აქციებმა.

"პროტესტებმა გვაიძულა, დავფიქრებულიყავით, და მორჩილება გვასწავლა",  -აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, აბორტების სრული აკრძალვის წინააღმდეგ კანონპრექტს პოლონეთის პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტი განიხილავს. თუმცა პარლამენტის სპიკერმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ინიციატივას მხარი დაუჭირონ სამოქალაქო აქტივისტების მიერ შეგროვებული საჭირო რაოდენობის ხელმოწერების გათვალისწინებით.

ინფორმაციისთვის, ამჟამად პოლონეთში ლეგალურად აბორტი ნებადართულია მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში, მათ შორის, თუ ფეხმძიმობა ქალის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, თუ ჩასახვა სექსუალური ძალადობისა ან ინცესტის შედეგად მოხდა, ან თუ ფეხმძიმობა დარღვევებით ვითარდება.

ცნობისთვის, პოლონეთის სხვადასხვა ქალაქებში ქალები აბორტების აკრძალვის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს რამდენიმე დღე მართავდნენ. როგორც ცნობილი გახდა, მათ დააგროვეს საჭირო ხელმოწერები, რის შემდეგადაც, სავარაუდოდ, აბორტის აკრძალვის ინიციატივას მთავრობა მხარს არ დაუჭერს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics