09:39 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-04 23:19:03, 1634 ნახვა

სამართალი
შსს-მ თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ამის შესახებ შს მინისტრის პირველმა მოადგილე, ბესიკ ამირანაშვილმა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განცხადებით, ამ დროისთვის "ტარდება ყველა პირველადი საგამოძიებო მოქმედება".

„ამ ეტაპზე მომხდარის კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში. შემთხვევის ადგილზე მუშაობს ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფი. ტარდება ყველა პირველადი საგამოძიებო მოქმედება და უახლოეს პერიოდში ვეცდებით, რომ საქმეზე დავადგინოთ ჭეშმარიტება,“ - აცხადებს ბესიკ ამირანაშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics