|
2015-03-15 22:46:45, 570 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: არჩევნების ყუთთან მისულმა უნდა იცოდე, ვის აძლევ ხმას
„არჩევნების ყუთთან მისულმა უნდა იცოდე ,ვის აძლევ ხმას,თუ გინდა ახალი უბედურება არ მიიღო“,-ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა „კვირის 2030“-თან საუბრისას განაცხადა. ივანიშვილის თქმით, საზოგადოებას შეუძლია ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, როგორიც მას სურს. „ზოგიერთ ქვეყანაში, მე მგონი, კანონითაც კი სჯიან, ვინც არ მიდის არჩევნებზე, მაგრამ შეგნებითაც უნდა გააცნობიეროს თითოეულმა მოქალაქემ, რომ მას აქვს პასუხისმგებლობა, სახელმწიფო აღმშენებლობაში მონაწილეობა მიიღოს. ამისათვის აუცილებელია, კარგად ერკვეოდე პოლიტიკურ პროცესებში; აუცილებელია, მინიმუმი გააკეთო არჩევნების ყუთთან მისულმა იცოდე, ვის აძლევ ხმას, თუ გინდა, ახალი უბედურება არ მიიღო, მსგავსი იმისა, რაც ჩვენ გვქონდა უახლოეს წარსულში და ეს სამსახური, რაც გაგვიწია "ნაციონალურმა მოძრაობამ" ძალიან კარგია იმისთვის, რომ საზოგადოებამ დააჩქაროს შემეცნების და შეგნების გაზრდის პროცესი, თუ არ გინდა მიიღო კიდევ ისეთი უბედურება კეთილი ინებე პრპოცესებში ჩაერთე , მიაქციე ყურადღბა, ანალიზი მოისმინე და იაქტიურე“,-განაცხადა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)