20:19 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 22:13:32, 857 ნახვა

საზოგადოება
აღმაშენებლზე დაკავებული 11 ახალგაზრდის აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს

თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული 11 ახალგზარდის აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. სავარაუდოდ, პროკურატურა ბრალდებულებისთვის პატიმრობას მოითხოვს.

დაკავებულები სხვადასხვა ნაციონალისტური ჯგუფის წევრები არიან, რომლებიც ხულიგნობის ბრალდებით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა გუშინ ღამით დააკავეს.

შეგახსენებთ, როგორც შსს-დან "ექსპრენიუსს" აცნობეს, გუშინ აქტივისტებმა არასანქცირებული მსვლელობა გამართეს. მსვლელობის მონაწილეები გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით, შეურაცხყოფას აყენებდნენ მოქალაქეებს, ისროდნენ მაშხალებს სავაჭრო ობიექტებსა და კაფეებში, აზიანებდნენ წარწერებსა და ბანერებს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. სამართალდამცველებმა არასანქცირებული, აგრესიული მსვლელობა დაშალეს და ხულიგნობის ბრალდებით აღმაშენებლის გამზირზე 11 პირი დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics