20:18 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 18:18:02, 719 ნახვა

საზოგადოება
ნოდარ ხადურმა ისრაელის ყოფილი პრეზიდენტის, შიმონ პერესის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ისრაელის ყოფილი პრეზიდენტის, შიმონ პერესის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და ისრაელის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
 
„დიდი მწუხარებით შევიტყე ამბავი გამოჩენილი პოლიტიკოსის, ქართველი ხალხის დიდი მეგობრის, ისრაელის სახელმწიფოს ყოფილი პრეზიდენტის, ნობელის პრემიის ლაურეატის, შიმონ პერესის გარდაცვალების შესახებ.
 
ბატონი პერესი ხანგრძლივი, საინტერესო და დაძაბული ცხოვრების განმავლობაში პირნათლად ემსახურა ისრაელს და მთელ მსოფლიოს, იგი იყო ადამიანი, რომლის მნიშვნელოვანი საზრუნავი იყო მშვიდობის განმტკიცება ისეთ დაძაბულ რეგიონში, როგორიც ახლო აღმოსავლეთია.
 
ნიშანდობლივია, რომ ბატონი შიმონ პერესი ისრაელის ფინანსთა სამინისტროსაც ხელმძღვანელობდა.
 
ვიზიარებ მისი ოჯახის წევრების, მეგობრების მთელი ისრაელისა და ცივილიზებული სამყაროს მწუხარებას," - აღნიშნა ნოდარ ხადურმა სამძიმრის წიგნში გაკეთებულ ჩანაწერში.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics