19:45 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-26 10:42:52, 638 ნახვა

საზოგადოება
თსუ-ში ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიება საპროტესტო აქციის გამო ვერ იწყება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცოტა ხნის წინ ვითარება დაიძაბა.

როგორც ადგილიდან „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება, „აუდიტორია 115“-ის წევრებმა  უნუივერსიტეტში შესასვლელი ადგილი დაიკავეს, სადაც ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით ღონისძინება უნდა გამართულიყო.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ღონისძიების წამყვანი სიტყვით გამოდიოდა.

„აუდიტორია 115“-ის წევრები  თსუ-ს რექტორად გიორგი შარვაშიძის არჩევას აპროტესტებენ და უნივერსიტეტის ავტონომიას ითხოვენ.

უნივერსიტეტში იმყოფება თსუ-ს ახლადდანიშნული რექტორი გიორგი შარვაშიძე, ეკონომიკისა დ მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი,ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხბეში გელა დუმბაძე,რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და მთავრობის სხვა წევრები.

მათ სტუდენტებისთვის სწავლის დაწყება უნდა მიელოცათ, თუმცა  ისინი ამ დრომდე ვერ ახერხებენ სტუდენტებს სიტყვით მიმართონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics