|
2016-09-21 11:22:51, 694 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი სერჟ სარგსიანს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილეს ულოცავს "თქვენო აღმატებულებავ, მინდა გულითადად მოგილოცოთ დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილე. დღევანდელ ღირსშესანიშნავ დღეს, ქართველი ხალხი და პირადად მე გამოვხატავთ განსაკუთრებულ პატივისცემას სომეხი ხალხის მიმართ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო, რომ საქართველოსა და სომხეთის მეგობრობა ღრმა ისტორიულ და კულტურულ ტრადიციებს ეფუძნება. მჯერა რომ, საერთო ძალისხმევით, ჩვენ შევძლებთ ჩვენი ქვეყნების წინაშე არსებული სირთულეების დაძლევას და მომავალში ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ. თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და გისურვოთ თქვენ და მოძმე სომეხ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)