|
2016-09-21 10:35:21, 635 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა
გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ საჯელიძის შეხვედრა გაიმართა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან რიჩარდ სტენგელთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ამერიკა-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას, მინისტრმა მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს საქართველოს მხარდაჭერისათვის და კიდევ ერთხელ აღნიშნა აშშ-ს მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში. უწყების ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაციების წარმოების მნიშვნელობას. მინისტრმა სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმების შესახებ და აღნიშნა რომ მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე მოსახლეობის ცნობადობის ამაღლება და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მიხეილ ჯანელიძემ სახელმწიფო მდივნის მოადგილეს გააცნო სტრატეგიული კომუნიკაციების კუთხით უშუალოდ საგარეო საქმეთა სამინისტროში განხორციელებული ცვლილებები, კერძოდ ინფორმაცია მიაწოდა უწყებაში სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალური ერთეულის შექმნის შესახებ, რაც მისი განცხადებით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საზღვარგარეთ საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევაში. მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა კომუნიკაციების სფეროში შეერთებული შტატების მოწინავე გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. შეხვედრაზე მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოში სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების პროცესზე და აღნიშნა, რომ მრავალი საერთაშორისო რეიტინგით საქართველო წამყვან პოზიციაზეა მედია თავისუფლების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ კვლავაც გააგრძელონ თანამშრომლობა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)