|
2016-09-20 15:01:07, 896 ნახვა
პოლიტიკა
ცოტნე ზურაბიანმა წყალტუბოში კამპანია "ინფორმირებული ამომრჩეველი" დაიწყო
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ცოტნე ზურაბიანმა დღეს კამპანია "ინფორმირებული ამომრჩეველი" დაიწყო. კამპანიის ფარგლებში კანდიდატმა საინფორმაციო მასალები წყალტუბოს ბაზარში დაარიგა. ცოტნე ზურაბიანის თქმით კამპანიის მიზანია ამომრჩევლები არჩევნებზე ინფომირებულები მივიდნენ და გათვიცნობიერებულად გააკეთონ არჩევანი "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" სასარგებლოდ. "ვიწყებ დაპირებული საინფორმაციო ბროშურების დარიგებას. აქ ის დაპირებებია, რასაც შეხვედრების დროს ამომრჩეველს ვეუბნებოდი. საინფორმაციო მასალის დარიგება კამპანიის ერთ-ერთი ნაწილია. კარგი იქნება თუ თითოეული აქ მაცხოვრებელი წერილობითი ფორმით არსებულ ინფორმაციას გაეცნობა. ჩემი მიზანიც ეს არის, რომ არჩევნებზე მოვიდეს ინფორმირებული ამომრჩეველი და გააზრებულად გააკეთოს არჩევანი "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" სასარგებლოდ. ყოველდღე მეგობრებთან ერთად პირადად დავარიგებ საინფორმაციო მასალებს", - განაცხადა ზურაბიანმა. საინფორმაციო მასალები (ბროშურა, ტრიპლეტი, ბუკლეტი და გაზეთი) საარჩევნო პროგრამისა და სამოქმედო გეგმის შესახებ დღეს კანდიდატმა ბაზარში მომუშავეებს, სალონებში დასაქმებულებსა და სამარშუტო ტაქსის მძღოლებს დაურიგა. მასალების დარიგება ყოველდღიურ რეჟიმში, დილის საათებში გაგრძელდება. კამპანიის ფარგლებში იგეგმება შეხვედრები სხვადასხვა სეგმენტურ ჯგუფებთან. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)