|
2016-09-20 12:12:42, 612 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი საჯარო მოხელეებს მიმართავს
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საჯარო მოხელეებს მიმართავს. პრემიერი მიმართვაში იმ წესების შესახებ საუბრობს, რომლებიც საჯარო მოხელეებმა და თანამდებობის პირებმა უნდა დაიცვან პოლიტიკურ კამოანიაში მონაწილეობის დროს. როგორც პრემიერი თავის მიმართვაში აღნიშნავს, ყველას დიდი პასუხისმგებლობა აქვს ვინც საჯარო სამსახურშია. ამასთან, მისივე განცხადებით, ყოველი გადაწყვეტილება, ყოველი ნაბიჯი, რომელსაც საჯარო მოხელე დგამს ემსახურება საზოგადოების ინტერესებს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს საქმიანობაში ზედმიწევნით დავიცვათ კანონის მოთხოვნები. კანონის მცირე დარღვევასაც კი, შეუძლია მოსახლეობას დააკარგვინოს სახელმწიფო მოხელეებისა და ინსტიტუტების მიმართ ნდობა, რაც დაუშვებელია. წელს საარჩევნო პერიოდის გამო პოლიტიკური აქტიურობა გაზრდილია და განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოვექცეთ საკუთარი ვალდებულებების კეთილსინდისიერად და ეთიკურად შესრულებას.ჩვენი კანონმდებლობით დადგენილია მთელი რიგი წესები, რომლებიც უნდა დაიცვან საჯარო მოხელეებმა და თანამდებობის პირებმა პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობის დროს. მნიშვნელოვანია, ამ წესებს ვიცნობდეთ და ვემორჩილებოდეთ.გიგზავნით ამ წესებისა და შეზღუდვების ჩამონათვალს. გთხოვთ გაეცნოთ და გაითვალისწინოთ ისინი თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში. სახელმწიფო სამსახურების რეპუტაცია თითოეული ჩვენგანის ხელშია და ყველა ვალდებული ვართ გავუფრთხილდეთ მას. მადლობას გიხდით გაწეული სამსახურისთვის და მოგიწოდებთ, ერთად დავამკვიდროთ პროფესიონალური, ეთიკური, კანონმორჩილი საჯარო სამსახური ჩვენს ქვეყანაში”, - ნათქვამია მიმართვაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)