|
2016-09-20 11:59:05, 624 ნახვა
პოლიტიკა
გოგი მეშველიანი შეხვედრებს განაგრძობს
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს. მაჟორიტარობის კანდიდატი სოფელ ტალავერის მოსახლეობას შეხვდა და პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. “ჩვენ გვაქვს კარგად ჩამოყალიბებული პროგრამა, დეტალურად გვაქვს შესწავლილი თითოეული სოფლის, უბნის, ოჯახის პრობლემა და ვეცდებით, ეს პრობლემები სწრაფად მოვაგვაროთ. ჩვენ მოსახლეობის ნდობის იმედი გვაქვს“, - განაცხადა გოგი მეშველიანმა. ამომრჩევლებთან შეხვედრას ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ქვემო ქართლში ზაურ დარგალი და გამგებლობის კანდიდატი დავით შერაზადიშვილი ესწრებოდნენ. როგორც პაატა ხიზანიშვილმა აღნიშნა, 2015 წელს ქვემო ქართლში 851 პროექტი განხორციელდა. „ქვემო ქართლი პირველი იყო რეგიონებს შორის, ხოლო ჩვენს მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე ძლიერი იყო ბოლნისი, რომელიც სწორად გეგმავდა პრიორიტეტებს. გოგი მეშველიანი არის ერთ-ერთი მოწინავე ადამიანი და ღირსეული კანდიდატი კანდიდატებს შორის”, - განაცხადა „ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა“ პაატა ხიზანაშვილმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)