|
2016-09-19 18:58:13, 1050 ნახვა
პოლიტიკა
გოჩა ენუქიძე ონის რამდენიმე სოფლის ამომრჩვლებს შეხვდა
„ქართული ოცნება დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატი რაჭაში, ლეჩხუმსა და სვანეთში გოჩა ენუქიძე ონის რამდენიმე სოფლის ამომრჩევლებს შეხვდა. გოჩა ენუქიძე სოფლებში - სლაგვანთა, ბორცო, საკაო, მაჟიეთი, ხიდეშლები, ნაკიეთი, ფარავნეში, ნიგავზები, უწერა, გაღმა უწერა, გომი, ჯინჭვისი იმყოფებოდაა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩევლებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა გააცნო. როგორც გოჩა ენუქიძემ აღნიშნა, მზად არის, სოფლის მცხოვრებლებს პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს. “ზუსტად ვიცი, რა სჭირდება ადგილობრივ მოსახლეობას. მიმიღეთ თქვენს გულშემატკივრად. ვიცი, რომ ერთად ყველა პრობლემას მოვაგვარებთ. ყველა დაწყებული საქმე აუცილებლად დასრულდება. ჩემი შტაბი 24 საათის განმავლობაში მუშაობს და ყველა თქვენგანისთვის ღიაა. მე მაჟორიტარობის დიდი პასუხიმგებლობის აღებით კიდევ უფრო მეტად შევძლებ თქვენს დახმარებას. ჩვენ არჩევნების პირველივე ტურში უნდა ვაჩვენოთ ღირსეული გამარჯვება, დავძლიოთ ყველა წინააღმდეგობა. დღეს ისე უნდა გავერთიანდეთ, როგორც არასდროს“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ ამომრჩევლებთან შეხვედრაზე. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)