|
2016-09-19 15:46:36, 1324 ნახვა
სამართალი
შსს-მ „საქართველოს ბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ ფილიალების დაყაჩაღების ბრალდებით ორი პირი დააკავა
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ისანი-სამგორის სამმართველოს, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1973 წელს დაბადებული ლ.გ. და 1974 წელს დაბადებული შ.ლ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 17 სექტემბერს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული, ნიღბიანი ბრალდებულები თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში მდებარე სავაჭრო ცენტრ „სმარტში“ განთავსებულ „საქართველოს ბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს თავს დაესხნენ და დიდი ოდენობით ფული გაიტაცეს. შემდეგ სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქე ი.ბ.-ს იარაღის მუქარით ავტომანქანა „ჰონდა ფიტი“ გასტაცეს და მიიმალნენ. სამართალდამცველებმა მომხდარიდან მეორე დღეს შ.ლ. - მარნეულის რაიონის სოფელ შაუმიანში დააკავეს, ხოლო ლ.გ. - საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამტარ პუნქტ „სადახლოში“. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ლ.გ. ადრე ჩადენილ სხვა დანაშაულშიც არის მხილებული. პოლიციამ გატაცებული ავტომანქანა და ბანკებიდან წაღებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179- ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)