|
2016-09-19 15:27:30, 678 ნახვა
პოლიტიკა
მეჭიაური: პარტიების ნაწილი დასავლეთზე, ნაწილი- ჩრდილოეთზეა დამოკიდებული, ჩვენ კიდევ ღმერთის ანაბარა ვართ
პოლიტიკური პარტიების ნაწილი დამოკიდებულია დასავლეთზე, ნაწილი- ჩრდილოეთზე, ჩვენ კიდევ ღმერთის ანაბარა ვართ, - ამის შესახებ პარტია ”თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერმა თამაზ მეჭიაურმა განაცხადა. როგორც მეჭიაურმა აღნიშნა, პარტია იმითაა გამორჩეული, რომ არც ერთი მხრიდან არ ფინანსდება და ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე აპირებს ხმების მოპოვებას. ”პოლიტიკური პარტიების ნაწილი დამოკიდებულია დასავლეთზე, ნაწილი ჩრდილოეთზე, ჩვენ კიდევ ღმერთის ანაბარა ვართ. ჩვენ ამ შემთხვევაში არც ერთი მხრიდან არ ვფინანსდებით. ინტერესი ორივე მხრიდან ჩვენს მიმართ მაინცდამაინც დიდი არ არის, განსაკუთრებით დასავლეთის მხრიდან. იმიტომ, რომ ჩვენ ღიად ვურტყამთ ნატო-ს, მიგვაჩნია, რომ ნატო არის აბსურდული და შესვლის შემთხვევაშიც კი შეიძლება კატასტროფული შედეგების მომტანი იყოს. გამომდინარე აქედან, მათ ინტერესებში არის ჩვენ მაქსიმალურად დაგვასუსტონ და არ მოგვცენ ბარიერის გადალახვის საშუალება. ჩრდილოეთის მხირდან ჩვენს მიმართ ნაკლები ინტერესი გამოიხატება იმით, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ რუსულ ინტერესს ვითვალისწინებთ მხოლოდ იმ დოზით, რა დოზითაც ეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთიანობის სარგებელს სჭირდება”, - განაცხადა მეჭიაურმა. მისივე განმარტებით, პარტიას ნორმალური რეიტინგი აქვს, თუმცა ის გარემო, რომელიც წინასაარჩევნოდაა შექმნილი სხვადასხვა პარტიებს არათანაბარ სიტუაციაში აყენებს. ”ჩვენს პარტიას პრაქტიკულად დაბლოკილი აქვთ მასმედასაშუალებები, რეიტინგული გადაცემები, რომლებიც ყველაზე ყურებადია და საარჩევნო სუბიექტების პოპულარიზაციაზე გავლენას ახდენენ. თავისთავად ცხადია, რომ ამ პირობებში ჩვენ დიდი პრობლემები გვექმნება. მე მგონი, ეს მაინც იმის ბრალია, რომ მასმედიის საშუალებების უმრავლესობა სხვადასხვა ფორმით დასავლეთის გავლენის ქვეშ არის. რამდენადაც პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ აბსოლუტურად პროქართულია, ეროვნულ ნიადაგზე აღმოცენებული, ეს მიუღებელია დასავლეთისთვის, უფრო ამერიკელებისთვის”, - განაცხადა მეჭიაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)