|
2016-09-19 14:01:54, 597 ნახვა
საზოგადოება
საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში ბავშვთა შრომაში 5-17 წლის ასაკის ბავშვების 4.2%-ია ჩართული
2015 წლის ბოლოს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, ბავშვთა შრომის ეროვნული კვლევა ჩაატარა. ბავშვთა შრომის ეროვნული კვლევის ჩატარების მიზანს ქვეყანაში ბავშვთა შრომის მდგომარეობის, მასშტაბების, მიზეზების და შედეგების შეფასება წარმოადგენდა. კვლევა ემყარება გაერთიანებული ერების კონვენციას ბავშვთა უფლებების შესახებ და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტურ კონვენციებს ბავშვთა შრომის აკრძალვასა და აღმოფხვრის შესახებ. ბავშვთა შრომა შეიცავს 5-17 წლის ასაკის ბავშვების მიერ განხორციელებულ ეკონომიკურ საქმიანობებს, რომელიც გაერო-ს ზემოაღნიშნული კონვენციების და ეროვნული კანონმდებლობის მიერ დაშვებული არ არის. ბავშვთა შრომის განმსაზღვრელ ფაქტორებს ბავშვის ასაკი, შესრულებული სამუშაოს ხასიათი, სამუშაო საათების ხანგრძლივობა და პირობები წარმოადგენს, რომელშიც სამუშაო სრულდება. ბავშვთა შრომის ეროვნული კვლევა შსო-ს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური ჩარჩოს მიხედვითაა ჩატარებული, რომლის საფუძველზე მსგავსი კვლევები ათეულობით ქვეყანაშია ჩატარებული. კვლევამ დაახლოებით 7 700 შინამეურნეობა მოიცვა, რომელშიც 5-17 წლის ასაკის ბავშვი ცხოვრობს. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, ვალერი კვარაცხელიას განცხადებით, ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ბავშვთა შრომაში 5-17 წლის ასაკის ბავშვების 4.2%-ია ჩართული. მისივე ინფორმაციით, ბავშვთა შრომაში ჩართული ბიჭების რაოდენობა, გოგონების შესაბამის რაოდენობას დაახლოებით 3-ჯერ აღემატება. "ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა ჩატარდა. ჩვენ ძალიან ბევრ კონვენციას ვართ მიერთებული, რომელიც ბავშვთა შრომას არეგულირებს. არსებობდა მრავალი საექსპერტო დასკვნა, რომ ბავშვთა შრომა საქართველოში 20-25%-ს აღემატება, რაც ძალიან მაღალია. ეს შედეგები არა მხოლოდ ჩვენთვის არამედ ინვესტორებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყანა, რომელშიც ბავშვთა შრომა არის ძალიან მაღალი, იმ ქვეყანაში ინვესტორები ფულს არ დებენ. ეს იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანაში ვითარება არ არის დაწყობილი. საბედნიეროდ ბავშვთა შრომა საქართველოში წარმოადგენს 4.2%-ს. ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. იმედი მაქვს, რომ წლების განმავლობაში ეს მონაცემები გაუმჯობესდება", - განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ. ცნობისთვის, მთლიანობაში, ეკონომიკურ საქმიანობაში 5-17 წლის ბავშვთა 5.8%-ია ჩართული. ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.6%, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში, ეკონომიკური საქმიანობით დაკავებული, ბავშვთა 11.4%-ი ცხოვრობს.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)