|
2016-09-19 10:41:27, 631 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი აბუსერიძე ვაზისუბნის მოსახლეობას შეხვდა
ისნის რაიონის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი აბუსერიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ვაზისუბნის მოსახლეობას შეხვდა და სამომავლო გეგმები გააცნო. მან რაიონში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. ირაკლი აბუსერიძის თქმით, ვაზისუბნის მოსახლეობას უახლოეს მომავალში ექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მულტიფუნქციური სპორტული მოედანი, სადაც ბავშვები სპორტის სხვადასხვა მიმართულებით შეძლებენ განვითარებას. „ყველას მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და ასეთი თბილი დახვედრისთვის. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ყოველ შეხვედრაზე ვხედავ ბავშვების და ახალგაზრდების იმედით, სიკეთით სავსე თვალებს და გულწრფელ ღიმილს. ისინი მხოლოდ პოზიტივს ასხივებენ. ჩემთვის მათი მომავალი მნიშვნელოვანია. დღევანდელი ახალგაზრდობა ხვალინდელი საქართველოს ფუნდამენტია. არაერთი შეხვედრის მიუხედავად, სასაუბრო მაინც ბევრია. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ თავის დროზე უყურადღებოდ დარჩენილ ჩვენს რაიონს მძიმე მემკვიდრეობა ხვდა წილად, ამიტომაც გაჭირდა ყველაფრის მოგვარება. დღეს მე უკვე კარგად ვიცნობ რაიონში არსებულ პრობლემებს. გამარჯვების შემდგეგ ჩვენ ერთად გავაგრძელებთ თქვენთვის პრიორიტეტული საკითხების მოგვარებას. მე მჯერა თქვენი და ვიცი, რომ ხმას მისცემთ მომავალს და ერთად ავაშენებთ უფრო ძლიერ და ღია მმართველობის მქონე სახელმწიფოს“,-აღნიშნა ირაკლი აბუსერიძემ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)