|
2016-09-19 10:38:09, 583 ნახვა
პოლიტიკა
გელა სამხარაული ჩაბინაანის, ზემო ხოდაშენისა და აწყურის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული სოფლების- ჩაბინაანის, ზემო ხოდაშენისა და აწყურის მოსახლეობას შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა როგორც ქალაქ ახმეტის, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად, სახელმწიფომ ბევრ სფეროში ფინანსური პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. „დღეს ჯანმრთელობის პრობლემების არსებობის შემთხვევაში, უსახსრობის გამო, ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გაიზარდა ზოგადი განათლების დაფინანსება, პედაგოგთა ხელფასები, მოსწავლეები სარგებლობენ უფასო სასკოლო სახელმძღვანელოებით, უფასო ტრანსპორტით. უზრუნველყოფილია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ პირთა განათლება; ყურადღება მიექცა შშმ პირთა სწავლებას. სრულად ფინანსდება პროფესიული განათლება სახელმწიფო სასწავლებლებში. ეს ის სპეციალობებია, რომელ სფეროშიც კვალიფიციური კადრების დეფიციტი გვაქვს, განსაკუთრებით რეგიონებში. ამ ადამიანების დასაქმება სახელმწიფოს დღესვე შეუძლია. ეს არის ჩვენი სტრუქტურული და ინსტიტუციონალური პოლიტიკის შედეგების არასრული ჩამონათვალი, ამ ტიპის ცვლილებებსა და თითოეული თქვენგანის აქტივობაზეა დამოკიდებული ჩვენი მომავალი ცხოვრების დონე. ჩვენ გვჭირდება პროგრესი, ამ პროგრესისთვისაა აუცილებელი მომდევნო 4 წელი, რომ განვამტკიცოთ უკვე მიღებული შედეგები. არ გვაქვს უფლება დავბრუნდეთ წარსულში“,- განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა და ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ ნებისმიერი საინტერესო ინიციატივა, მისი მხრიდან, მხარდაჭერილი და წახალისებული იქნება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)