|
2016-09-19 10:35:56, 622 ნახვა
პოლიტიკა
გრიგოლ ლილუაშვილი საარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს
„ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. გრიგოლ ლილუაშვილმა ამომრჩევლებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამა სიმბოლურად 2011 წლის 26 მაისს, საპროტესტო აქციაზე დაღუპული, სულიკო ასათიანის ოჯახში გააცნო. ოჯახის დიასახლისის განმარტებით მას სურვილი ჰქონდა „ქართული ოცნების“ კანდიდატისთვის თავად ემასპინძლა, რადგან მისი მეუღლე შეეწირა რეჟიმს, რომელიც 2012 წლის ოქტომბერში „ქართული ოცნების“ ძალისხმევით დასრულდა. შეხვედრაზე ადგილობრივებმა გრიგოლ ლილუაშვილთან ღვარსადენის მოწესრიგებზე ისაუბრეს, რადგან მათივე განმარტებით წვიმების სეზონზე ღვარსადენი მთიდან ჩამომდინარე წყლის გატარებას ვერ ასწრებს და საცხოვრებელ ფართებს და სასოფლო სამეურნეო მიწებს საფრთხეს უქმნის. კანდიდატი ადგილზე გაეცნო სოფელ ციხესულორის მოსახლეობის მოთხოვნას და მათ დახმარებას დაჰპირდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)