|
2016-09-18 17:36:20, 751 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი მეზურნიშვილი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს
„ქართული ოონებიდან“ კასპის მაჟოროტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი მეზურნიშვილი კასპის მუნიციპალიტეტის კულტურულ- საგანმანათლებლო სფეროსა და კასპის საფეხბურთო სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც მეზურნიშვილმა კულტურულ- საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას აღნიშნა, მათ მაჟორიტარი დეპუტატის სახით ეყოლებათ მხარდამჭერი და ერთგული მეგობარი. ირაკლი მეზურნიშვილი კასპის საფეხბურთო სკოლასაც მხარდაჭერასა და დახმარებას დაჰპირდა. „დარწმუნებული ვარ, სკოლის აღსაზრდელებს შორის არის მომავალი ვარსკვლავი, რომელიც გვასახელებს საერთაშორისო არენაზე. თუ თქვენი სურვილი იქნება, მე თქვენთან ერთად მივიღებ ამხანაგურ თამაშებში მონაწილეობას. პირველ რიგში კი, აუცილებელია, კარგ მდგომარეობში მოვიყვანოთ საფეხბურთო მოედანი“-განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა. ირაკლი მეზურნიშვილი კასპის №1 უბნის ამომრჩევლებსაც შეხვდა. მათ ისაუბრეს არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე. „დღეს ბიზნესი არის თავისუფალი. საქართველოში ბიზნესის თავისუფლების კრიტერიუმი მაღალ დონეზეა შეფასებული. მთავრობის მიერ განხორციელებული, მიმდინარე და სამომავლო პროგრამა ორიენტირებულია თქვენს კეთილდღეობაზე. მე ვიქნები საზოგადოების ხმა პარლამენტში. მთავარია, ჩვენს შორის იყოს მეგობრობა, რათა ვიბრძოლოდ ერთად ჩვენი მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ“, -განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)