|
2016-09-18 17:24:55, 578 ნახვა
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი : გურჯაანში მცირე ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები უნდა შევქმნათ
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა მორიგი შეხვედრები ქალაქ გურჯაანის მოსახლეობასთან გამართა. დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს „ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმა გააცნო. შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. შეხვედრაზე მოსახლეობამ ყურადღება გაამახვილა სოციალურ პრობლემებზე. დავით სონღულაშვილმა გურჯაანელებს პრობლემების ეტაპობრივად მოგვარების პირობა მისცა. „სახელმწიფო სერვისები უნდა გახდეს ყველასთვის ხელმისაწვდომი. რაიონში ხალხს არ აქვს ინფორმაცია ისეთ პროექტებზე, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“, „უმასპინძლე საქართველოში“ და სხვა. ეს პროექტები საშუალებას აძლევს თითოეულ მოქალაქეს შექმნას დოვლათი და სამუშაო ადგილები. გურჯაანში უნდა განვითარდეს მცირე ბიზნესი და ჩვენც ყველა პირობა უნდა შევქმნად საამისოდ“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)