|
2016-09-17 18:49:11, 1005 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო მოსამართლეებთან საარჩევნო საკითხებზე სამუშაო შეხვედრებს მართავს
რაიონული, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 80-მდე მოსამართლე საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად საარჩევნო საკითხებს განიხილავენ. ორდღიანი სამუშაო შეხვედრა დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ხელმძღვანელმა ნერმინ ნისიჩმა გახსნეს. საარჩევნო დავები, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება საარჩევნო პროცესში, საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეები - ეს ის თემებია, რომლებსაც სამუშაო შეხვედრის მონაწილეები ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან, მოსამართლეებთან და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლებთან ერთად განიხილავენ. საარჩევნო დავების განხილვის ევროპულ სტანდარტებს, აგრეთვე საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსების არასათანადო გამოყენების პრევენციისა და შესაბამისი რეაგირების საერთაშორისო სტანდარტებს კი შეხვედრის მონაწილეებს ვენეციის კომისიის ექსპერტი სერჰი კალჩენკო აცნობს. ორდღიან შეხვედრას ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან ერთად, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის მხარდაჭერით და თანადაფინანსებით ახორციელებს. შეხვედრას, რომელიც სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთში“ იმართება, ორგანიზება ცესკოს იურიდიულმა დეპარტამენტმა გაუწია. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)