|
2016-09-17 17:32:13, 768 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: გააკეთეთ კარგი ანალიზი და შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება, თუ ვის უნდა ჩააბაროთ ქვეყნის მართვა
თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც ძალიან დიდი როლი უნდა ითამაშონ ქვეყნის განვითარებაში; თქვენი ყოველდღიური ჩართულობა ქვეყნის განვითარების ფერხულში ძალიან მნიშვნელოვანია, - ამ სიტყვებით მიმართა "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გურიაში, "ივლიტას ბიბლიოთეკაში" დღეს გამართულ შეხვედრაზე შეკრებილ სტუდენტებს. კახა კალაძემ "ქართული ოცნების" მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ამასთან, პარტიის გენერალურმა მდივანმა სტუდენტების მიერ დასმულ ყველა აქტუალურ შეკითხვას უპასუხა. "ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ამ შეხვედრაზე ვიმყოფები. როდესაც მითხრეს, რომ ახალგაზრდებთან შეხვედრა იყო შესაძლებელი, მაშინვე დავთანხმდი. ყოველთვის მივესალმები ახალგაზრდებთან შეხვედრას, რადგან თქვენ ხართ ძალიან მნიშვნელოვანი ძალა“,-აღნიშნა კახა კალაძემ. პარტიის გენერალურმა მდივანმა ახალგაზრდებს საპარლამენტო არჩევნებზე ხმის დაფიქსირებისკენ მოუწოდა, ვინაიდან მისი შეფასებით, ქვეყნის მშენებლობაში ყველამ უნდა შეიტანოს პატარა წვლილი. „მინდა ყველას გთხოვოთ, მოგიწოდოთ, დააფიქსიროთ თქვენი მოქალაქეობრივი ვალი 8 ოქტომბერს. ხმა მიეცით თქვენს მიერ შერჩეულ პოლიტიკურ ძალას. არ აჩქარდეთ, გაეცანით ყველა პოლიტიკური სუბიექტის მიერ წარმოდგენილ ქვეყნის განვითარების ხედვას. ნახეთ რა გეგმები აქვთ, რამდენად რეალური და შესრულებადია ეს ყველაფერი. კარგი ანალიზი გააკეთეთ და ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება, თუ ვის უნდა ჩააბაროთ ქვეყნის მართვა“,-დასძინა კახა კალაძემ სტუდენტებთან შეხვედრისას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)