|
2016-09-17 17:26:16, 585 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ დანელია: ვეღარავინ შეაჩერებს იმ პროგრესს, რომელიც ჩვენ დავიწყეთ
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშა-მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ დანელია სოფელ ძველი აბაშის, ნოღოხაშისა და კვათანის მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატმა ამომრჩევლებს წინასაარჩევნო პროგრამა და სამომავლო გეგმები გააცნო. „მთავარია რეალურად გვაკეთოთ საქმე და არ გავცეთ ფუჭი დაპირებები. მე არასოდეს მითქვამს და არ ვიტყვი ისეთს, რასაც ვერ გავაკეთებ. ვეღარავინ შეაჩერებს იმ პროგრესს, რომელიც მე და ჩემმა გუნდმა დავიწყეთ. მე მჯერა, თქვენ მომცემთ მანდატს, რომ ეს პროგრესი ერთად გავაგრძელოთ”, - განაცხადა ოთარ დანელიამ. მაჟორიტარობის კანდიდატმა სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, რეგიონულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე და დასაქმების პროგრამაზე ისაუბრა. ადგილობრივები ოთარ დანელიას სოფლებში არსებული პრობლემების შესახებ ესაუბრნენ და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს. „თქვენ თამამად შეგიძლიათ ჩემი გაკეთებული საქმეებით შემაფასოთ. ამ 2 წლის განმავლობაში რაც გავაკეთე იგივეს გავაკეთებ და ჩემს ყველა აქტივს მოვახმარ ამ ორ მუნიციპალიტეტს, რომელიც თანაბრად პრიორიტეტულია,“-აღნიშნა მაჟორიტარობის კანდიდატმა. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშა-მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ დანელია სოფლებში შეხვედრებს განაგრძობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)