|
2016-09-17 17:24:57, 671 ნახვა
პოლიტიკა
ზაზა პაპუაშვილი: განათლების სისტემაში ბევრი სასიამოვნო სიახლე იქნება
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნებიდან“ დიდუბის მე-15 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა პაპუაშვილი შეხვედრებს განაგრძობს. დღეს ზაზა პაპუაშვილი წერეთლის ქუჩის N103-ში მცხოვრებლებს შეხვდა. ამომორჩევლები ძირითადად განათლების საკითხებით დაინტერესდნენ. ზაზა პაპუაშვილი მათ განათლების მინისტრისა და პარტია "ქართული ოცნების" მიერ შემუშავებულ სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. „განათლების სისტემაში ბევრი სასიამოვნო სიახლე იქნება, მათ შორის ის სიახლეები, რომლებიც ტექნოლოგიებთან არის დაკავშირებული. ახალგაზრდები მიიღებენ ისეთ ცოდნას, რომ შეძლონ სიძნელეებთან გამკლავება. პროფესიული სასწავლებლების კუთხითაც სერიოზული პროგრამებია დაგეგმილი, რაზეც უკვე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და განათლების მინისტრმა. ასე რომ, განათლების კუთხით ბევრი საინტერესო სიურპრიზი გველოდება“,- აღნიშნა მოსახლეობასთან საუბრისას ზაზა პაპუაშვილმა.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)