|
2016-09-17 16:05:10, 713 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე: სამართალდამცავები საზოგადოებრივ წესრიგს უნდა იცავდნენ და არა მმართველ გუნდს
პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად მხარეებს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო მძაფრდება. როგორც ვაშაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, სამართალდამცავები დაპირისპირებისას ხელისუფლების ინტერესებს იცავენ. „ნინოწმინდაში გუშინწინაც იგივე პრობლემა იყო ჩვენს მხარდაჭერებთან დაკავშირებით და ისინი იქ სამართალდამცავებმა დაკითხეს. ამიტომ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად დაპირისპირების პრობლემა უფრო მძაფრდება და ეს ჩვენთვის სერიოზული პრობლემაა. ამ კუთხით მთავარი მოქმედი მხარე სამართალდამცავი სტრუქტურები არიან, რომლებიც ხელისუფლებაში მყოფი პარტიის ინტერესებს კი არ უნდა ახორციელებდნენ, არამედ საზოგადოებრივ წესრიგს უნდა იცავდნენ. ძალადობის ფაქტებზე რაგირება არ ხდება და პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება“, - განაცხადა ვაშაძემ. ცნობისთვის, გუშინ ნუგზარ წიკლაურმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტები თავს დაესხნენ შტაბის თანამშრომელს და ადგილზე ნაცემია ორი ადამიანი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)