|
2016-09-17 15:40:10, 904 ნახვა
პოლიტიკა
ცესკოს თავმჯდომარემ ხანდაზმულ მოქალაქეს ამომრჩევლის მონაცემების ბარათი გადასცა
ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ სოფელ ბაზალეთში მცხოვრები ხანდაზმული ამომრჩეველი ოლა პაპიაშვილი მოინახულა. თამარ ჟვანიამ 111 წლის ოლა პაპიაშვილს ამომრჩევლის მონაცემების ბარათი პირადად გადასცა. დღეის მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით 100 წლის ზემოთ ასაკის 431 ამომრჩეველი ფიქსირდება. ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგება საარჩევნო ადმინისტრაციამ 8 სექტემბრიდან დაიწყო, რომლის საშუალებითაც ამომრჩეველს შეუძლია გადაამოწმოს საარჩევნო სიებში მის შესახებ არსებული ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ 18 სექტემბრის ჩათვლით ამომრჩეველი არ მიიღებს აღნიშნულ ბარათს, ან აღმოაჩენს უზუსტობას მონაცემებში, ამომრჩეველს შეუძლია 22 სექტემბრის 18:00 საათამდე წერილობით მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიას ან/და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს. საარჩევნო ბარათების დარიგება კი, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყება და 5 ოქტომბერს დასრულდება; ბარათის საშუალებით ამომრჩეველი მიიღებს შესაბამის ინფორმაციას, მათ შორის თუ რომელ საარჩევნო უბანზე უნდა მივიდეს 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებზე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)