02:14 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-17 14:14:21, 1061 ნახვა

პოლიტიკა
მეჭიაური: ჩვენ რომ ხელისუფლებაში მოვალთ, „ოცნებას“ და „ნაციონალებს“ რინგს გავუკეთებთ და რამდენიც უნდა იჩხუბონ

პარტია „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი თამაზ მეჭიაური სოფელ გამარჯვებაში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დაპირისპირებას აფასებს და აცხადებს, რომ ამ ორი პარტიისთვის ქვეყნის ნდობა არ შეიძლება.

„წამოვედი მე და უკვე ერთმანეთს ეჩხუბებიან, როგორ შეიძლება მაგათ ქვეყანა ანდო? ამიტომაც, ამომრჩეველმა არც „ნაციონალებს“ და არც „ოცნებას“ არ უნდა მისცეს ხმა და მხარი ჩვენ უნდა დაგვიჭირონ. ჩვენ არ ვჩხუბობთ, ამომრჩეველს ვხვდებით, ვუხსნით რის გაკეთებას ვაპირებთ დასამართლიან არჩევნებში გამარჯვება გვსურს. მაგათ კიდევ მერე რინგს მოვუწყობთ და იჩხუბონ რამდენიც უნდათ, თანაც იზოლირებას გავუკეთებთ, რათა ხალხს ხელი არ შეუშალონ“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ მეჭიაურმა.

ცნობისთვის, გუშინ ნუგზარ წიკლაურმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტები თავს დაესხნენ შტაბის თანამშრომელს და ადგილზე ნაცემია ორი ადამიანი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics