|
2016-09-17 12:44:10, 595 ნახვა
პოლიტიკა
გედევან ფოფხაძე: დაპირისპირებისას დამნაშავესა და დაზარალებულზე საუბარი არასწორია
ორივე მხარე დამნაშავეა ადამიანურად მესმის, როდესაც ვინმეს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გაქვს, ძნელია ემოციები მოთოკო. აქ სასჯელი გამოსავალი არაა. ეს ადამიანები უნდა დავაშორიშოროთ, - ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ წევრი გედევან ფოფხაძე გუშინ სოფელ გამარჯვებაში მომხდარ ინიდენტს. ამასთნ, „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას ფოფხაძემ განაცხადა, რომ თუ სასჯელზე მიდგება საქმე, მაშინ არასწორია. „ნაციონალური მოზრაობის“ წევრებს მკაცრი სასჯელი ეკუთვნოდათ იმისთვის, რასაც 2012 წლამდე აკეთებდნენ. „ვფიქრობ, დაპირისპირებისას დამნაშავესა და დაზარალებულზე საუბარი არასწორია. ორივე მხარე დამნაშავეა და ჩვენი ამოცანა ამ ადმაიანების დაშორიშორებაა. გასაგებია, რომ ორივე მხარეს რადიკალურად განსხვავებული პოზიციები და ღირებულებები გვაქვს, მაგრამ ამან დაპირისპირება არ უნდა გამოიწვიოს. დამნაშავეებზე საუბარი არ მინდა. უბრალოდ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ კონფლიქტი არ მოხდეს. ორივე მხარეში ის რესურსი უნდა გამოიძებნოს, რომლითაც ემოციებს ვმართავთ. ადამიანურად მესმის, როდესაც ვინმეს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გაქვს, ძნელია ემოციები მოთოკო. აქ სასჯელი გამოსავალი არაა. ეს ადამიანები უნდა დავაშორიშოროთ. გიორგი კვირიკაშვილის პოზიცია, ამ საკითხის მიმართ ძალიან ლოიალურია. პატარა ერი ვართ და ერთმანეთთან დაპირისპირება განსვავებული შეხედულებების გამო არასწორია. „ნაციონალური მოზრაობის“ წევრებს მკაცრი სასჯელი ეკუთვნოდათ იმისთვის, რასაც 2012 წლამდე აკეთებდნენ, მაგრამ არავინ არ დასჯილა. ჩვენი და მათი მხრიდან უნდა მოხდეს აღიარება, რომ ემოციური დაპირისპირებაა, მაგრამ ეს ფონი არ უნდა გაღრმავდეს“, - განაცხადა ფოფხაძემ. ცნობისთვის, გუშინ ნუგზარ წიკლაურმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტები თავს დაესხნენ შტაბის თანამშრომელს და ადგილზე ნაცემია ორი ადამიანი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)