|
2016-09-16 18:54:35, 638 ნახვა
პოლიტიკა
მარიამ რაქვიაშვილი სამუშაო ვიზიტით ესტონეთში იმყოფება
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ მარიამ რაქვიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ქ. ტალინში გამართულ ნატო-ს ინფორმაციისა და კომუნიკატორების კონფერენციაში. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ სამუშაო შეხვედრები გამართა ესტონეთის რესპუბლიკის სპეციალურ წარმომადგენელთან ევროკავშირის ინსტიტუტებში, მატტი მაასიკასთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს კომუნიკაციის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, მარია ბელოვაშთან, ასევე, თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი საბჭოს დირექტორთან, იური ლუიკთან და „ლენნარტ მერის კონფერენციის“ დირექტორთან, რიინა კალიურანდთან. შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ესტონეთის თანამშრომლობა, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, მიღწეული პროგრესი და არსებული გამოწვევები, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა, ასევე, სტრატეგიულ კომუნიკაციის საკითხები. მარიამ რაქვიაშვილმა ესტონელ კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია ქართული მხარის პრიორიტეტებთან, განხორციელებულ სამუშაოსა და სამომავლო ხედვებთან დაკავშირებით. ესტონურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მიმართ მხარდაჭერა და შემდგომი თანამშრომლობის მზადყოფნა. თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ცენტრსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები, მათ შორის, ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზების მიმართულებით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)