08:39 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-16 16:38:01, 1320 ნახვა

სამართალი
შსს-ში პაატა ბურჭულაძის დაკითხვა მიმდინარეობს

"მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდა. როგორც ადგილიდან "ექსპრესნიუსის" ჟურნალისტი იუწყება, ამ წუთებში ბურჭულაძის დაკითხვა მიმდინარეობს. 

დაკითხვაზე ასევე დაბარებულია სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. მისი დაკითხვა შსს-ში 18:00 საათისთვისაა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, გვარამიასა და  ბურჭულაძის დაკითხვა იმ სისხლის სამართლის საქმეზე მოხდება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორისა და „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ სატელეფონო საუბრის უკანონოდ მოპოვება-გავრცელების ფაქტზე აღძრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics