|
2016-09-16 14:20:25, 544 ნახვა
პოლიტიკა
გოჩა ენუქიძემ ქალაქ ამბროლაურში, აეროდრომის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოჩა ენუქიძემ ქალაქ ამბროლაურში, აეროდრომის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან და სახელმწიფო რწმუნებულთან, პაპუნა მარგველიძესთან ერთად დაათვილიერა. „ეს ახალი და ძალიან პოზიტიური სიახლეა ამბროლაურისთვის. აეროპორტი ხელს შეუწყობს ტურისტების შემოსვლას, გააადვილებს კომუნიკაციას, ახალი სამუშაო ადგილებისთვის შესაბამის გარემოს შექმნის. ამჟამად, მიმდინარეობს ახალი ტერმინალისა და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მოწყობა, რომელის დასრულებაც 2016 წლის ბოლომდე იგეგმება. აეროდრომი თავდაპირველას მცირე, მომავალში კი, საშუალო ზომის თვითმფრინავებსაც მოემსახურება“,- განაცხადა გოჩა ენუქიძემ. მისივე თქმით, ახალი აეროდრომის მშენებლობა მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს ტურიზმის განვითარებას რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის ადგილზე დამაგრებას. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და შპს ,,კომპანია ბლექსი გრუპს“ შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, პროექტის ღირებულება 6 364 464 ლარს შეადგენს. აეროპორტის მშენებლობაზე უკვე 70–მდე ადამიანია დასაქმებული, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი 40–მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)