|
2016-09-16 14:19:23, 642 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანიამ ანგარიშის პრეზენტაციაზე ტრანსპორტის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე ტრანსპორტის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, სექტემბრის ბოლოდან თბილისში ეტაპობრივად ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, ადაპტირებული და ეკოლოგიურად სუფთა საწვავზე მომუშავე MAN-ის ავტობუსები შემოვა. „თბილისის მერია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ მხარდაჭერით, ავტოპარკს 2017 წლის თებერვლამდე 143 ერთეული „Man Truck and Bus AG“-ის ავტობუსით განაახლებს. პროცესი ამით არ სრულდება და თბილისის მერიას ავტოპარკის განახლების 4 წლიანი გეგმა აქვს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერის თქმით, 2016 წლის ივლისში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის - მუნიციპალური ავტობუსების ავტობაზის მშენებლობა დაიწყო. ავტოპარკი ევროსტანდარტებზე მორგებული ობიექტებით მუნიციპალურ „MAN“-ის ავტობუსებს სრულყოფილ მომსახურებას გაუწევს. “ამასთან, ჩვენ დავიწყეთ მეტროს ვაგონების მოდერნიზაცია. მოდერნიზებულია 4 ვაგონი. კაპიტალურად შეკეთდა 8 ვაგონი, რისთვისაც სატრანსპორტო კომპანიამ 7,5 მლნ. ლარი დახარჯა. წლის ბოლომდე დასრულდება 4 ვაგონის მოდერნიზაცია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. „აღსანიშნავია, რომ შემუშავებულია საცობების მართვის 5-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა. ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა მიწისქვეშა და მიწისზედა მრავალსართულიანი ავტოსადგომებისა და პარკინგის ადგილების შექმნა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, მნიშვნელოვანი სიახლეა თბილისში 700 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოსაცდელების დამონტაჟდება. ამჟამად, ჯამში 200 მოსაცდელი თბილისის მასშტაბით სხვადასხვა უბნებში უკვე დამონტაჟებულია. (NS)
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)