|
2016-09-15 19:43:13, 894 ნახვა
პოლიტიკა
ევროსაბჭოს წევრი: საქართველოსთან თანამშრომლობა გაგრძელდება
სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა ევროპულ კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, თორბიორნ იაგლანდს შეხვდა. როგორც თორბიორნ იაგლანდმა განაცხადა, ის მადლობელია იმ ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, რაც ევროსაბჭოსა და საქართველოს შორის არსებობს. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ევროსაბჭოსა და საქართველოს შორის მართლაც ეფექტური, ნაყოფიერი ურთიერთობა არსებობს. მისი თქმით, საჭიროა ამ თანამშრომლობის გაგრძელება და განვითარება ყველა მიმართულებით. როგორც "ექსპრესნიუსს" საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრისას საუბარი შეეხო მომავალ საპარლამენო არჩევნებს. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის თქმით, ნებისმიერი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია მრავალპარტიული დემოკრატია და მისი შენარჩუნება. იაგლანდის განცხადებით, საქართველოსთან თანამშრომლობა გაგრძელდება იმისდა მიუხედავად, თუ რა პოლიტიკური სპექტრი იქნება წარმოდგენილი ახლადარჩეულ პარლამენტში. მხარეებმა განიხილეს ასევე, რეგიონული საკითხები და ევროპაში არსებული გამოწვევები. სტრასბურგში მიმდინარე ორდღიან ფორუმს ევროსაბჭოს წევრი 47 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები და პარლამენტის წევრები ესწრებიან. ევროპის საბჭოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპული კონფერენცია ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მასში 350-მდე დელეგატი იღებს მონაწილეობას. ღონისძიებაზე, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერაა ორგანიზებული, ევროპის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათ წინააღმდეგ ბრძოლაში პარლამენტების როლზე მსჯელობენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)