02:05 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-15 17:04:19, 811 ნახვა

პოლიტიკა
ზაზა პაპუაშვილი: თამამად მოვდივარ თქვენთან, როგორც ჩემი გუნდის წარმომადგენელი

პარტია "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა პაპუაშვილი კარგარეთელის ქუჩის N11-ის მაცხოვრებელს შეხვდა.

 ზაზა პაპუაშვილმა ამომრჩევლებთან პარტიის მთავარ გზავნილებზე ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიურ პროცესებზე და ამომრჩეველს სამთავრობო გუნდის ძირითადი პრინციპები, ამოცანები და გეგმები გააცნო.

"საქართველოს ასეთი პრემიერი ჯერ ჰყოლია. მე თამამად მოვდივარ თქვენთან, როგორც ჩემი გუნდის წარმომადგენელი. მე მაქვს იმის საფუძველი, რომ ვიყო მხარშიგაშლილი, რადგან უამრავი რამ გაკეთდა, კეთდება და კიდევ გაკეთდება. ვენდობი გიორგი კვირიკაშვილის მომავლის ხედვას“, - აღნიშნა მოსახლეობასთან საუბრისას ზაზა პაპუაშვილმა.

საარჩევნო კამპანია დიდუბის რაიონში აქტიურ ფაზაში შევიდა. მე-15 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზაზა პაპუაშვილი, მოსახლეობას ყოველდღიურად ხვდება. კარაგრეთელის ქუჩის გარდა, პაპუაშვილი დღეს, ბაქოს ქუჩის N1-ში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე იმყოფებოდა. როგორც ჩიკვილაძემ აღნიშნა, ამ რაიონში პრობლემათა ნაწილი აღმოფხვრილია, ხოლო მიმდინარე საკითხებზე უკვე მუშაობენ გამგეობა და შესაბამისი უწყებები.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics