|
2016-09-15 16:42:32, 583 ნახვა
პოლიტიკა
ნუგზარ სურმანიძე და მუხრან ვახტანგაძე წინასააჩევნო შეხვედრებს განაგრძობენ
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პროპორციული სიის პირველი ნომერი, ბათუმის 70-ე მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნუგზარ სურმანიძე და ბათუმის 70-ე მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში მუხრან ვახტანგაძე წინასააჩევნო შეხვედრებს მართავენ. როგორც "ექსპრესნიუსს" პარტიის პრეს-სამსახურმა აცნობა, დეპუტატობის კანდიდატებმა მორიგი შეხვედრა ტაბიძის ქუჩის მოსახლებასთან გამართეს. კანდიდატები დასახლებაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ და არსებული პრობლემებით დაინტერესდნენ. ტაბიძის ქუჩაზე მოწესრიგებულია გზა, ეზოები, დამონტაჟებულია ტრენაჟორები, მოწყობილია მინი სტადიონი, დასრულებულია კორპუსების გადახურვა. „ქართული ოცნება“ ყოველთვის იდგა ხალხის სამსახურში და ეს მომავალშიც გაგრძელდება. შეხვედრებზე მოსახლეობას ვაცნობთ ჩვენს სამოქმედო გეგმას და მათ საჭიროებებს ვეცნობით. ჩვენ დავპირდით მათ, ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაზე ვიზრუნებთ“, - განაცხადა ნუგზარ სურმანიძემ. მუხრა ვახტანგაძის განცხადებით კი, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, მოსახლეობის კეთილდღეობას, დასაქმებას, მომავალი თაობის განათლებას და სპორტის ხელშეწყობას. “მაქსიმალურად ვეცდებით, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა იყოს სპორტით დაკავებული”, - აღნიშნა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე მუხრან ვახტანგაძემ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)