|
2016-09-15 15:16:56, 783 ნახვა
პოლიტიკა
ირმა ინაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ დესტაბილიზაციას გეგმავს
„ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ გენერალური მდივნის ირმა ინაშვილის ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კონკრეტულ პროექტს ამზადებს, რომ არჩევნები არალეგიტიმურად გამოცხადდეს. როგორც ინაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, დესტაბილიზაციის კერა აჭარაში იქნება გაღვივებული. „რამდენიმე თვის წინ ვიყავი სტრასბურგში და ბრიუსელში. მომაწოდეს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კონკრეტულ პროექტს ამზადებს. ისინი ამზადებენ პროექტს, რომ არჩევნები არალეგიტიმურად გამოცხადდეს.ცდილობენ მოაწყონ დესტაბილიზაცია, პროვოკაცია და არეულობა. რეალურად ქვეყანაში დესტაბილიზაცია დაიწყო მაშინ, როდესაც დაიწყო კოჰაბიტაცია. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ვერ გაემიჯნა „ნაციონალურ მოძრაობას“. ამასთან, ძალიან არაპოპულარი და ყალბი ორგანიზაციები ავრცელებენ კვლევებს, რომ თითქოს, ეს მოძრობა რეიტინგით მეორე ადგილზეა. მათი რეალური რეიტინგი არის ძალიან დაბალ მაჩვენებელზე ჩამოსული, 6% ალბათ. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ არ სჭირდება დესტაბილიზაცია. ამ არჩევნებს ვიგებთ ჩვენ. ჩვენ არ გვინდა დესტაბილიზაცია, პროვოკაცია და არჩევნების ჩაშლა. ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, რომ დესტაბილიზაციის კერა გაღვივებული იქნება აჭარაში. „ნაციონალური მოძრაობის“ პირველ კლასელ ბავშვსაც კი არ ეშინია. მე არ მაქვს, ოცნების იმედი, რომ ის შეძლებს ამ პროცესის შეკავებას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ „პატრიოტთა ალიანსის“ ინტერესში არ შედის დესტაბილიზაცია და არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადება“,-განაცხადა ირმა ინაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)