|
2016-09-15 14:02:56, 582 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: „ქართულ ოცნებას" ალტერნატივა არ ჰყავს - ქვეყანას ვერავის ვანდობთ
სამწუხაროდ "ქართულ ოცნებას" არ ჰყავს ალტერნატივა და საქართველოში არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეიძლება ქვეყანა ვანდოთ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა რაჭაში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, შემდგომი 4 წელიწადი დემოკრატიის გამყარებას შეუწყობს ხელს. "უკვე 8 წლის შემდგომ ჩვენ დავემსგავსებით ევროპას და ეკონომიკური თვალსაზრისით გავძლიერდებით. შემდგომი 4 წელიწადი იქნება ძალიან საინტერესო. მე ვისურვებდი, რომ შემდგომ არჩევნებზე, გამოვიდე და 3-4 პარტია დავასახელო და ვთქვა, ამ პარტიებს ხელეწიფება საქართველოს მართვა. დღეს ცალკეულ პარტიებს მხოლოდ პრეტენზიები აქვთ, მაგრამ არაფრის რესურსი და საკმარისი ნიჭიერება არ გააჩნიათ. ადრე საერთოდ არ გვყავდა პარტია, რომელიც ხალხზე იზრუნებდა“, - აღნიშნა ივანიშვინლმა. ექსპრემიერმა წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდზეც ისაუბრა: „გავიხსენებ 300 ათას პირობითი სასჯელით მისჯილ ადამიანს. ოჯახი არ არსებობდა, სადაც პატიმარი არ იყო. ასევე მედია იყო მთლიანად მონოპოლიზირებული. როგორც დღეს "რუსთავი 2"-ი ჯგუფურად იმართება, მაშინ ასე ყველა მედია იმართებოდა, ფსევდო ოპოზიციური "მაესტრო", ფსევდო ოპოზიციური "კავკასია". დღეს ამის დოკუმენტები არსებობს. თავისუფალი მედია არ არსებობდა. არ არსებობდა თავისუფალი ბიზნესი. ყველა ბიზნესი იმართებოდა მთავარი პროკურორით, ადეიშვილით და მისი მოიდგილეთი. ეს არის ცინიზმის უმაღლესი საფეხური. თქვენ ხედავთ სად ვიყავით და სად ვართ ადამიანების უფლებების მხრივაც. გაუფორმებული დიქტატურიდან დემოკრატიული ინსტიტუტების სწრაფ აღმშენებლობამდე მივედით. მოხდა კოლოსალური ძვრა. მართლა ბრმა უნდა იყო, რომ ეს ყველაფერი ვერ დაინახო", - განაცხადა ივანიშვილმა და კიდევ ერთხელ მიმართა მოსახლეობას, არჩევნებზე მივიდნენ. "აქვე ვიტყვი, რომ საქართველოში ვაპირებ ცხოვრებას და არსად წასვლას არ ვაპირებ. ასევე, მაქვს დიდი სურვილი, რომ უფრო ნაკლებად აქტიური ვიყო, და საზოგადოება თვითონ გააქტიურდეს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)