|
2016-09-15 13:57:10, 545 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი: არაფორმალური მმართველი ივანიშვილი თავს უფლებას აძლევს, ხალხს არჩევანის გაკეთებისკენ მიუთითოს
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი 8 ოქტომბერს დამარცხდება და უნდა მოემზადოს, რომ ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნების გზით გადააბაროს. როგორც სამადაშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ჩვენ ანომალიურ პოლიტიკურ სისტემაში ვცხოვრობთ, სადაც ადამიანი, რომელსაც არანაირი არჩევითი თანამდებობა არ უკავია, საკუთარ თავს უფლებას აძლევს, ქვეყანა არაფორმალურად მართოს და ხალხს პოლიტიკური არჩევანის გაკეთებისკენ მიუთითოს. „საქართველოში არჩევნების ბედს და იმას თუ რომელი პარტიიდან რამდენი ადამიანი შევა პარლამენტში, ქართველი ამომრჩეველი გადაწყვეტს და არა ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, მის განცხადებებზე კომენტარის გაკეთების არანაირი სურვილი არ გამაჩნია. ივანიშვილის განცხადებები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ ანომალიურ პოლიტიკურ სისტემაში ვცხოვრობთ, სადაც ადამიანი, რომელსაც არანაირი არჩევითი თანამდებობა არ უკავია, საკუთარ თავს უფლებას აძლევს, რომ ქვეყანა არაფორმალურად მართოს და ხალხს პოლიტიკური არჩევანის გაკეთებისკენ მიუთითოს. ივანიშვილი და მისი არაფორმალური მმართველობა 8 ოქტომბერს დასრულდება. ამ პოლიტიკურმა პროექტმა სრული კრახი განიცადა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მმართთველი გუნდი უნდა მოემზადოს, რომ ხელისუფლება არჩევნებში მოგებულ პარტიას გადასცეს, რომელიც აუცილებლად „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება“, - აცხადებს სამადაშვილი. ცნობისთვის, რაჭაში მოსახლეობასთან შეხვედრისას, ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მთელი "ნაციონალური მოძრაობა" კუთხეშია შეყრილი, მათ ბოლო შემოდგომა დარჩათ და კარგად იციან, რომ არჩევნების გზით, ლეგიტუმარად ხელისუფლების ხელში ჩაგდების შანსი არ აქვთ. "რა თქმა უნდა მათ დესტაბილიზაციის სურვილი გააჩნიათ. ჩემი პრემიერობის დროს პრეზიდენტს გარკვეული უფლებამოსილებები ჩამოვართვით და კარგი ტრიუკები ჩავუტარეთ მაშინაც. ახლა პარლამენტში 46 კაცი ჰყავთ და ამჯერად 10 ეყოლებათ უკეთეს შემთხვევაში. შეიძლება საერთოდ ვერ შევიდნენ პარლამენტში, ამიტომ უკეთესი გზა ნახეს და ძალადობით ეცდებიან, რამე გააკეთონ. ვიღაცა კაცი უკრაინიდან გამოდის და რაღაცეებს ამბობს. თავისუფალი ტელევიზიის დირექტორიც ნახეთ რა დღეშია და როგორ დაუფარავ განცხადებებს აკეთებს. დესტაბილიზაციის დიდი ცდუნება აქვთ, მაგრამ ვერაფერსაც ვერ იზამენ", - განაცხადა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)