|
2016-09-14 16:47:31, 748 ნახვა
პოლიტიკა
,,ცესკო" "მრეწველების" შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებას აღასრულებს
საარჩევნო ბლოკი „თოფაძე, მრეწველები - ჩვენი სამშობლო“ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, - ამის შესახებ "ცესკო-ს" თავმჯდომარე, თამარ ჟვანიამ განაცხადა. მისივე თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებენ. „მიმაჩნია, რომ სასამართლომ, როგორც კანონში მოქმედმა ორგანომ, გაცილებით ფართო უფლებებით აღჭურვილმა, განმარტა კანონი ისე, როგორც ვერ განმარტავდა ცესკო-ს თავმჯდომარე - მოსამართლემ უფრო ფართოდ განმარტა კანონი, რის საფუძველზეც მას მიეცა უფლება, რომ ჩაეთვალა წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულყოფილად. იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნებამდე დარჩა 24 დღე, მივიღეთ გადაწყვეტილება რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ გავასაჩივრო და აღვასრულო ის“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)