|
2016-09-14 14:37:44, 620 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია დიოდური განათების თემაზე გამართულ შეხვედრას დაესწრო
თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოში დიოდური სანათების მწარმოებელი კომპანია „მაიჯიპიესის“ პრეზენტაციას დაესწრო. თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისისა და რეგიონების გარე და არქიტექტურული ლაზერული განათების თემაზე სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, საქართველოს რეგიონების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და შუქ-დიოდების მწარმოებელი მსოფლიოს წამყვანი კომპანიების CREE-სა და ARROW EUROPE-ს ხელმძღვანელები. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოში შუქ-დიოდების წარმოების შესაძლებლობაზე, ლედ სანათების ეფექტურობასა და ძველი განათების სისტემასთან შედარებით მის უპირატესობებზე ისაუბრეს. დიოდური სანათების ავტომატიზებული სისტემა უზრუნველყოფს ქალაქის უკეთეს ვიზუალურ, ენერგოეფექტურ და ეკოლოგიურ განათებას. ახალი სანათების მთავარი უპირატესობა ენერგოეფექტურობაა, რაც თბილისის გარე განათებაში დახარჯულ ელექტროენერგიას 60%-ით, ხოლო ექსპლუატაციის ხარჯებს 50%-ით შეამცირებს. დიოდების ექსპლუატაციის ვადა კი 10 წლამდე განისაზღვრება. პილოტი პროექტების ფარგლებში, დიოდური სანათები საცდელი ვადით უკვე დამონტაჟდა კოტე აფხაზის, ლეხ კაჩინსკისა და ჯავახიშვილის ქუჩებზე, ასევე, აეროპორტის შესასვლელთან და ბარათაშვილის ხიდზე. შეხვედრაზე დავით ნარმანიამ დედაქალაქის ლედ სანათებით განათების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. მისი თქმით, პროექტი 100 ათასი სანათის ლედ განათებით ჩანაცვლებას გულისხმობს, რაც ქალაქის განვითარებისა და მისი ტურისტული პოტენციალის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია. „ჩვენ ძირითადი ტექნიკური სამუშაოები უკვე ჩატარებული გვაქვს, მთლიანად გეოინფორმაციულ სისტემაზე დავიტანეთ ქალაქის გარე განათების ქსელი. გარდა ამისა, რამდენიმე კერძო კომპანიასთან თანამშრომლობით განხორციელდა პილოტი პროექტები, რამაც გვაჩვენა ელექტროენერგიაზე 60%-იანი დანაზოგით უკეთესი განათება. ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილებით უკვე მზადდება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომლის საფუძველზეც გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა. განვიხილავთ დაინტერესებული კომპანიების წინადადებებს და შევარჩევთ საუკეთესოს, რათა ქალაქის გარე განათების ქსელი ეტაპობრივად გადავიდეს ენერგოდამზოგავ ტექნოლოგიებზე“ - განაცხადა მერმა. თბილისის მერი, პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქართულ კომპანია „მაიჯიპიესთან“ სამომავლო თანამშრომლობის საკითხსაც შეეხო. მისი განცხადებით, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა ხელს შეუწყობს თანამოქალაქეების დასაქმებას, რაც ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს. (NS)
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)