|
2016-09-14 13:52:43, 627 ნახვა
პოლიტიკა
ენზელ მკოიანი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგძობს
ენზელ მკოიანი ამჯერად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში - კარწახი, დადეში, სულდა და ბოზალი იმყოფებოდა. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ისაუბრა ,,ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაზე, ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე - უფასო სასკოლო სახელმძღვანელოები, უფასო საბავშვო ბაღები, საყოველთაო ჯანდაცვა, თავისუფალი ბიზნესი. საუბარი იყო მთის კანონზეც, რომლითაც გავთავალისწინებული შეღავათები ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებზე სრულად ვრცელდება. კანდიდატმა მოსახლეობისგან პრობლემებიც მოისმინა, რაც ძირითადად სოციალურ და ყოფით საკითხებს შეეხებოდა - გზა, სარწყავი წყალი, გარეგანათება, გაზიფიცირება. ,,ყველანაირად ვეცდებით, რომ ორ-სამ წელიწადში თქვენ გქონდეთ საბავშვო ბაღი, გზები, მოხდეს სოფლების გაზიფიცირება. მინდა, გჯეროდეთ, ჩემი უმნიშვნელო დაპირება გაცილებით რეალური იქნება, ვიდრე სხვისი გულუხვი შემოთავაზება. მე ვიცნობ თქვენს პრობლემებს, ყველანაირად ვეცდები, რომ ეტაპობრივად მოვაგვაროთ“, - მიმართა ენზელ მკოიანმა ამომრჩევლებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)