|
2016-09-14 12:13:56, 558 ნახვა
პოლიტიკა
გია ხუხაშვილი: უსუფაშვილმა ჩათვალა, რომ პირადი საუბრების გასაჯაროების წესი პირველმა ივანიშვილმა დაარღვია
ვფიქრობ, უსუფაშვილმა ჩათვალა, რომ პირადი საუბრების გასაჯაროების წესი, პირველად, სწორედ ივანიშვილმა დაარღვია, როდესაც ყოფილმა პრემიერმა მასთან და „რესპუბლიკურ პარტიასთან“ მიმართებაში საუბარი ღიად დაიწყო. შესაბამისად, უსუფაშვილმა მორალური ვალდებულება მოიხსნა, - ასე აფასებს ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილისა და დავით უსუფაშვილის მიერ მათი პირადი საუბრების გასაჯაროებას. „ნებისმიერი პირადი საუბრის გასაჯაროება კითხვის ნიშნებს ბადებს. მით უმეტეს, ჩენ ივანიშვილისა და უსუფაშვილის საუბარს არ დავსწრებივართ და რეალურად, არ ვიცით რაზე ისაუბრეს. ვფიქრობ, უსუფაშვილმა ჩათვალა, რომ პირადი საუბრების გასაჯაროების წესი, პირველად, სწორედ ივანიშვილმა დაარღვია, როდესაც ყოფილმა პრემიერმა მასთან და „რესპუბლიკურ პარტიასთან“ მიმართებაში საუბარი ღიად დაიწყო. შესაბამისად, უსუფაშვილმა მორალური ვალდებულება მოიხსნა“, - აცხადებს ხუხაშვილი. ამასთან, „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას, ხუხაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილის კრიტიკის შედეგად, „რესპუბლიკელებს“ წონა მოემატათ. „ივანიშვილის კრიტიკა „რესპუბლიკური პარტიას“ წონის მატებს. არ ვიცი ივანიშვილს მიზნად რა აქვს, მაგრამ შედეგი ასეთია. ივანიშვილი პარტიებს აკრიტიკებს, მათ „სატოპკეს“ აძლევს, რასაც პოლიტიკური სუბიექტები მშვენივრად იყენებენ. შესაბამისად, პარტიებს, რომელთაც პუსი არ ესინჯებოდათ, ახლა წონა მოემატათ“, - აცხადებს ხუხაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)