|
2016-09-13 20:11:25, 762 ნახვა
პოლიტიკა
„საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს“
„მინდა დავარწმუნო საქართველოს მოსახლეობა, რომ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს არც ევროპარლამენტში და არც ევროკავშირის საბჭოში, ამ საკითხზე ყველათანხმდება"- ამის შესახებ განაცხადა ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანმასაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან სტრასბურგში გამართული შეხვედრის შემდეგ. ევროკომისარის თქმით საქართველოსთან მიმართებაში არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს. ამჟამად ევროპარლამენტსადა ევროპულ საბჭოში მიმდინარეობს ინსტიტუციური განხილვები ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, რომელიცყველა იმ ქვეყანას შეეხება ვისაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს, ეს ყველაფერი კი თავის მხრივ ბმაშიასავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხთან. „ეს არის ის რაც პოლიტიკური თვალსაზრისით მიბმულია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე, მაგრამ კიდევერთხელ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ საქართველოს საკითხზე არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს.მოსაგვარებელია მხოლოდ ეს ინსტიტუციური საკითხი თავად ევროკავშირში და პირადად მე ყველაფერს ვაკეთებ, რომიგი მოგვარდეს ყველას ინტერესის, განსაკუთრებით კი საქართველოს ინტერესის გათვალისწინებით, რადგან საქართველო, მისი მოქალაქეები იმსახურებენ უვიზო მიმოსვლას მათ ამისათვის შეასრულეს ყველა საჭირო მოთხოვნა დაეს დაფიქსირებული იქნა ევროკომისიის შესაბამის ანგარიშში"- განაცხადა ჰანმა. ევროკომისართან შეხვედრაზე მხარეების მიერ კიდევ ერთხელ აღინიშნა ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მირმიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი. ხაზი გაესვა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიმდინარეობაზე და 2017-2019 წწ. ასოცირების ახალ დღის წესრიგზე, რომლის ირგვლივაც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ევროკავშირის მხრიდან კიდევ ერთხელგამოითქვა მზაობა ხელი შეუწყოს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას რეფორმების პროცესში ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ლიდერი ქვეყნის მნიშვნელობასა დაროლს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესაუბრა ევროკომისარს 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოსამზადებელ პროცესსა და წინასაარჩევნო ვითარებაზე. მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს ხელისუფლების მზაობა უზრუნველყოს მაღალი დონის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ჩატარება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)