01:37 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-13 16:45:25, 799 ნახვა

პოლიტიკა
ზაქარია ქუცნაშვილი: საკონსტიტუციო კომისიაში კვორუმის არარსებობის გარდა, სხვა პრობლემებიც იყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილის საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესს აფასებს და აცხადებს, რომ დავით უსუფაშვილისგან  კომისიის მუშაობაში აქტიური მონაწილეობისთვის მან მადლობაც კი მიიღო.

„მე დავით უსუფაშვილისგან პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა მივიღე. თუმცა, საკონსტიტუციო კომისიაში კვორუმის არარსებობის გარდა, სხვა პრობლემებიც არსებობდა. კომისიის მუშაობისას არასწორი სტრატეგია იქნა არჩეული. გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ჯერ ყველა ცვლილების მომზადებულიყო და შემდეგ მომხდარიყო მათი ინიცირება. ეს სტრატეგია მცდარი იყო. სანამ ყველა ცვლილება მომზადდებოდა, დრო გაიწელებოდა და საარჩევნო კამპანიის მოალოებასთან ერთად კონსტიტუციური ცვლილების განხორციელება გაჭირდებოდა. თუ ნაბიჯ-ნაბიჯ ვივლიდით, შესაძლოა, კომისიის მუშაობა ასე უფრო ეფექტური ყოფილიყო“, - განაცხადა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარლამენტის საკონსტიტუციო კომისია კვორუმის არარსებობის გამო ვერ ფუნქციონირებდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics