|
2016-09-13 15:30:31, 655 ნახვა
პოლიტიკა
შოთა ხაბარელი მოსახლეობასთან შეხვედრებს განარძობს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის რაიონის მე-13 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, შოთა ხაბარელი მოსახლეობასთან შეხვედრებს განარძობს. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, იგი ლილოს დასახლებაში, მე-4 კვარტლის მოსახლეობას შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა შეკრებილ მოსახლეობასთან სოციალურ პროგრამებზე, სოფლის მეურნეობაში არსებულ პროექტებზე, პროფესიულ განათლებაზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, მთავრობის მიერ განხორციელებულ C ჰეპატიტის მკურნალობის პროექტის მნიშვნელობასა და შედეგებზე, ასევე სხვა აქტუალურ თემებზე ისაუბრა. დღევანდელ შეხვედრაზე მოსახლეობის ძირითადი დაინტერესების საგანს კორპუსებთან მისასვლელ გზებზე გარე განათების დაყენება და უმუშევრობა წარმოადგენდა. დეპუტატობის კანდიდატმა პირადად მოისმინა შეხვედრაზე მისული ბავშვების თხოვნა, რომლებსაც ფეხბურთის მოედნის მოწყობა სურდათ. “ჩემთვის მნიშვნელოვანია თითეული თქვენთაგანის აზრის გაგება, ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვაა, თქვენი არცერთი პრობლემა არ დარჩება ყურადღების გარეშე“,- განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)