|
2016-09-12 14:28:16, 661 ნახვა
პოლიტიკა
ცოტნე ზურაბიანი: ქალთა აქტიური ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში ქვეყნის დემოკრატიულობის ერთ-ერთი მაჩვენებელია წყალტუბოში
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, ცოტნე ზურაბიანმა გენდერულ საკითხებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალბატონების ჩართულობის თემაზე შეხვედრა გამართა. ზურაბიანი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 200-მდე ქალბატონს შეხვდა. როგორც დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, ქალთა აქტიური მონაწილეობა და ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში ქვეყნის დემოკრატიულობის ერთ-ერთი მაჩვენებელია. „ორასამდე ქალბატონი ესწრებოდა შეხვედრას, რაც ძალიან მახარებს, თუმცა წყალტუბოში გაცილებით მეტია იმ ქალების რადეონობა, რომლებსაც შეუძლიათ, აქტიურად იყვნენ ჩართული საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში. აქედან გამომიდინარე, ჩემი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი მათი ინიციატივების მხარდაჭერა იქნება“, - აღნიშნა ცოტნე ზურაბიანმა. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს ქალების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ამისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს მომავალშიც აუცილებლად გადადგამენ. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ცოტნე ზურაბიანი წყალტუბოში განაგრძობს თემატურ შეხვედრებს. 20 სექტემბრამდე მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტს შეხვდება. 20 სექტემბრის შემდეგ კი, მოსახლეობასთან შეხვედრების მეორე ეტაპი დაიწყება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)