|
2016-09-12 12:47:42, 789 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
„დაპირება ვერ მოვასწარი და უკვე დაუწყიათ“ - ამ სიტყვებით გამოეხმაურა არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ცენტრალური გზების რეაბილიტაციის პროექტს, რომელიც რვა სექტემბერს დაიწყო. “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის სოფლებში: ასკანაში, მზიანსა და მთისპირში მოსახლეობას შეხვდა. დეტალურად ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, ეკონომიკის, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროებზე. ყურადღება გაამახვილა სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე. „ ვხედავთ, რომ სოფლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, სოფლები ვითარდება, რაც თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან სასიხარულოა. მზად ვარ თქვენთან მუდმივ კონტაქტში ვიყო, რათა დროულად გადავჭრა თქვენი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხები“- აღნიშნა მოსახლეობასთან შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძემ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)