|
2016-09-12 11:02:11, 1215 ნახვა
ეკონომიკა
სებ-ი: საბანკო სექტორში მიმდინარე გარიგებებთან დაკავშირებით ინფორმაციაზე, მხარეთა შორის მოლაპარაკებები კონფიდენციალურია
საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, საბანკო სექტორში მიმდინარე გარიგებებზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, მხარეთა შორის მოლაპარაკებები კონფიდენციალურია და სებ-ი არ არის უფლებამოსილი კონკრეტული გარიგების დეტალები გაამჟღავნოს. "ამასთან, სებ-ი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს როგორც კონკურენციის არგუმენტს, ასევე საფინანსო სისტემის სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობისა და მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვის მანდატს. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ საბანკო ბაზარზე შემოსვლისა და გასვლის ბარიერების არარსებობა ხელს უწყობს ინვესტიციების თავისუფალ მოძრაობას და ამცირებს კაპიტალის მოზიდვის დანახარჯებს, რაც, თავის მხრივ, ასევე დადებითად აისახება საფინანსო სექტორის ეფექტიან ფუნქციონირებაზე. კონკრეტული ტრანზაქციის გაანალიზებისას მნიშვნელოვანია როგორც კონკურენციაზე შესაძლო ზეგავლენის, ასევე საფინანსო სისტემის ეფექტიანობისა და ინვესტორთა და მომხმარებელთა დაცვის საკითხების გათვალისწინება. მხედველობაში მიიღება, ასევე, ბაზრის მცირე ზომა, სადაც, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, გამსხვილება ეფექტიანობის მიღწევის ერთ-ერთი საშუალებაა. ამასთან, მასშტაბის ეფექტისა და ეფექტიანობის ზრდა ხელს უწყობს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას. მნიშვნელოვანია, რომ რისკებზე ორიენტირებული ზედამხედველობის რეჟიმის ფარგლებში, ზემოაღნიშნული ფაქტორების ანალიზი სებ-ის მიერ მუდმივად ხორციელდება, რაც, ასევე, განხილულია საქართველოს ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშებში",-ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)