|
2016-09-11 17:50:39, 740 ნახვა
პოლიტიკა
მუხრან ვახტანგაძე მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პროპორციული სიის პირველი ნომერი და ქ ბათუმის 70-ე მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნუგზარ სურმანიძე და ბათუმის 70-ე მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში მუხრან ვახტანგაძე წინასააჩევნო შეხვედრებს აგრძელებენ. დეპუტატობის კანდიდატები ამჯერად კობალაძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდნენ. „ჩვენ აქტიურად ვმართავთ წინასაარჩვენო კამპანიას, მოსახლეობას ვაწვდით ინფორმაციას მმართველი გუნდის მიერ განვლილი 4 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ, ასევე რას ვგეგმავთ მომდევნო წლებში. ჩვენ მიგვაქვს ამომრჩეველთან ყველა ის გზავნილი რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს და ყველა ეს დაპირება უახლოეს წლებში შესრულდება“- განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისუმაღლესი საბჭოს პროპორციული სიის პირველმა ნომერმა მოსახლეობასთან შეხვედრისას. „ქართული ოცნების მიზანია უმოკლეს ვადაში განვითარდეს ჩვენი ქვეყანა, განვითარების საფუძველი კი ძლიერი ეკონომიკაა. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენს გუნდს კონკრეტული გეგმა გააჩნია, რომელიც შედეგს აუცილებლად მოიტანს“- განაცხადა ქ. ბათუმის 70-ემაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საქართველოს პარლამენტში მუხრან ვახტანგაძემ ამორჩეველთან საუბრისას. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)